2021 წლის 7 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N43 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 55 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.100%, მაქსიმალური 9.500%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.324%.