2022 წლის 4 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N1 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 41 000 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.900%, მაქსიმალური 10.500%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.193%.