2022 წლის 26 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N18 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 168 400 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 10.490%, მაქსიმალური 10.670%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.603%.