2022 წლის 3 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N20 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 167 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 10.500%, მაქსიმალური 10.660%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.625%.