2022 წლის 24 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N22 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 242 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 10.350%, მაქსიმალური 10.449%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.397%.