მთავრობის წევრებმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოსთვის შემუშავებული ეკონომიკური მემორანდუმი განიხილეს



საქართველოს მთავრობის წევრებსა და მსოფლიო ბანკს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი (CEM) სახელწოდებით: „მომავლის პროექცია კონკურენტუნარიანი, ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსთვის“.

დოკუმენტის გარშემო გამართულ დისკუსიას დაესწრნენ: მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თანასწორი ეკონომიკური ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუციების სფეროს დირექტორი ლალიტა მურთი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, სამინისტროებისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ასახულია საქართველოს მიღწევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მისი მიზანია, აღნიშნული მიღწევების შესანარჩუნებლად საჭირო სახელმწიფო პოლიტიკის გატარება.

მემორანდუმში საუბარია ქვეყნის მიერ რეფორმების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სტრუქტურული და სივრცითი ტრანსფორმაცია, პროდუქტიულობის გაზრდა სხვადასხვა სექტორში, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სხვა.

ქართული მხარისგან წინადადებებისა და მოსაზრებების გაცვლის შემდეგ, დოკუმენტი გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  03ივლისი დღე თვე წელი
2025 02.07 01.07 01.01
  02.07 02.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 883.61 984.7 1 386.2
შემოსულობები : 32.2
105.413 446.2
მ.შ გადასახადები :27.2
87.310 621.7
გადასახდელები : 24.4198.8
12 941.0
ნაშთი ბოლოს : 1 891.3 1 891.31 891.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა