2022 წლის 7 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N23 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 51 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 10.590%, მაქსიმალური 10.700%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.645%.