2022 წლის 7 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N24 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 219,450,000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 10.300%, მაქსიმალური 10.350%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.324%.