საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს შეხვდა



საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის 30-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა, სვენია შულცემ, რომელიც გერმანულ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

გერმანული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლები.

ქართული მხრიდან - ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

ფინანსთა მინისტრმა გერმანელ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის, გერმანიის მიერ გაწეული დახმარებისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა იმ როლზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში (ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, განათლება და სხვა) რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოება და სხვა გერმანული საფინანსო ინსტიტუტები ასრულებენ.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარებისა და იმ სტრუქტურული რეფორმების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ქვეყნის მთავრობა გეგმავს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, რაც გამოიწვია რუსეთის საომარმა მოქმედებებმა.

ორივე მხრიდან, განსაკუთრებით, ხაზი გაესვა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების მნიშვნელობას. ასევე, ენერგოეფექტურობის გაძლიერების კუთხით გერმანიისა და ზოგადად, ევროკავშირის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

თავის მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით საქართველო შეძლებს რეფორმების დღის წესრიგის შესრულებას და მტკიცედ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში ინტერგაციის მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებაზე შეთანხმდნენ და აღნიშნეს, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 8მაისი დღე თვე წელი
2025 07.05 01.05 01.01
  07.05 07.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 345.21 619.3 1 386.2
შემოსულობები : 51.8
357.09 049.0
მ.შ გადასახადები :41.1
325.87 416.7
გადასახდელები : 33.1612.5
9 071.4
ნაშთი ბოლოს : 1 363.8 1 363.81 363.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა