ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს შეხვდნენ



დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდნენ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს, რომელიც თბილისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის 30 წლის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები.

მხარეებმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ამ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება, ადამიანური კაპიტალი, ინოვაციები, ციფრული კავშირები და სხვა.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს გადაწყვეტილება - 30 წლიანი პარტნიორობის შემდეგ, გახდეს მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) დონორი სახელმწიფო, რომლის თაობაზეც დღეს ოფიციალურად გაფორმდება შეთანხმება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნის მიერ მიღებული გამოცდილება და ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები, იძლევა შესაძლებლობას საქართველო ჩადგეს იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც მხარს უჭერენ მსოფლიო ბანკის ჯგუფს, ჰქონდეს შესაძლებლობა შეღავათიან სესხებსა და გრანტებს სთავაზობდეს მსოფლიოს ყველაზე ღარიბ, განვითარებად ქვეყნებს.

ქართულმა მხარემ სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ვითარება, განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, გააგრძელოს სრული მხარდაჭერა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

02ივნისი დღე თვე წელი
2023 01.06 01.06 01.01
  01.06 01.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 105.52 105.5 1 247.5
შემოსულობები : 88.788.79 135.1
მ.შ გადასახადები :63.6
63.67 019.7
გადასახდელები : 176.2176.28 364.5
ნაშთი ბოლოს : 2 018.1 2 018.12 018.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2022 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა