საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ნინოწმინდა“ გაიხსნა



ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს საბაჟო-გამშვები პუნქტების მშენებლობა/რეკონსტრუქციასა და აღჭურვას.

საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაიხსნა ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ნინოწმინდა.“

„ნინოწმინდის“ საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს, ადგილზე მომუშავე მებაჟე ოფიცრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ, სომხეთის რესპუბლიკის შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსტამ ბადასიანმა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ.

საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე არმან პოღოსიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყნის სტატუსი. შესაბამისად, ხელისუფლების ძალისხმევა, მიმართულია რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ურთიერთსასარგებლო, პარტნიორულ თანამშრომლობაზე დამყარებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისკენ.

საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, „ნინოწმინდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოეწყო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 11 გასასვლელი. გამშვებ პუნქტზე იმუშავებს, დაახლოებით, 70 მებაჟე ოფიცერი. დღე-ღამეში, ორივე მიმართულება მინიმუმ 600-მდე სატვირთო, 3000-მდე მსუბუქი მანქანისა და 8000-მდე მგზავრის გატარებაზეა გათვლილი.

ამასთან, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, განახლდა, დაახლოებით, 4000 კვ.მ. ფართობი, ასევე, მოეწყო ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე ქსელი და აშენდა ავტომობილების დასათვალიერებელი ანგარი. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანებითი სამუშაოები.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  17ივლისი დღე თვე წელი
2025 16.07 01.07 01.01
  16.07 16.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 125.01 984.7 1 386.2
შემოსულობები : 132.4
1 490.114 831.3
მ.შ გადასახადები :120.0
1 277.811 812.3
გადასახდელები : 41.51 259.0
14 001.6
ნაშთი ბოლოს : 2 215.8 2 215.82 215.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა