ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს შეხვდა



საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს, შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბონი დენის ჯენკინსს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული წარმატებული პროგრამები.

აღინიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამასთან თანამშრომლობის კუთხით.

ფინანსთა მინისტრმა მადლიერება გამოთქვა ამერიკელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას, როგორც თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ისე აღჭურვილობითა და ტექნიკით უზრუნველყოფის კუთხით.

თავის მხრივ, ამერიკულმა მხარემაც ხაზი გაუსვა ამ ფორმატში თანამშრომლობას და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობას.

ლაშა ხუციშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს გააცნო სამინისტროს სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის მიმდინარეობა.

დასასრულს, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას, როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით.

შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ამერიკის საელჩოს EXBS პროგრამის რეგიონული მრჩეველი, კარენ ჩეისონი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის სპეციალური ასისტენტი, ნიკოლას ჰასკო, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

02ივნისი დღე თვე წელი
2023 01.06 01.06 01.01
  01.06 01.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 105.52 105.5 1 247.5
შემოსულობები : 88.788.79 135.1
მ.შ გადასახადები :63.6
63.67 019.7
გადასახდელები : 176.2176.28 364.5
ნაშთი ბოლოს : 2 018.1 2 018.12 018.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2022 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა