ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა



ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ჟანგ ნიანშანს შეხვდა.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი.

საუბარი შეეხო საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას, რომელთა ღირებულება დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 4 მილიარდი აშშ დოლარია.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის.

ყურადღება გამახვილდა 2022-2023 წლების მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, იმ გამოწვევებსა და რისკებზე, რომელიც არსებობს რეგიონში უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს იმ ძალისხმევას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებების გასაძლიერებლად.

მისი თქმით, ამ მხარდაჭერისა და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებაა ADB-ის გადაწყვეტილება - საქართველომ 2024 წელს უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას.

შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  11ივლისი დღე თვე წელი
2025 10.07 01.07 01.01
  10.07 10.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 580.01 984.7 1 386.2
შემოსულობები : 38.5
603.713 944.8
მ.შ გადასახადები :56.3
435.310 969.8
გადასახდელები : 28.0997.9
13 740.5
ნაშთი ბოლოს : 1 590.5 1 590.51 590.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა