2022 წლის 6 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N50 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 42 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.690%, მაქსიმალური 9.940%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.841%.