2022 წლის 6 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N51 აუქციონზე გაიყიდა 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 200 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.900%, მაქსიმალური 9.090%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.008%.