ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით 55 მლნ ევრო გამოიყო



გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის გაფორმდა სასესხო და საგრანტო შეთანხმებები (ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V)).

სასესხო და საგრანტო შეთანხმებების მიხედვით, ქვეყნისთვის გამოყოფილი იქნება 53 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი რესურსი სესხის, ხოლო 2 მლნ ევრო გრანტის სახით.

სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს უფროსმა პორტფოლიო მენეჯერებმა, ბერნდ ჰაზელმა და რობერტ როტმა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.

პროექტი ითვალისწინებს ბათუმის ტერიტორიაზე თანამედროვე წყლის სისტემების მოწყობას, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას.

მნიშვნელოვანია, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესებით, პროექტი ქმნის საბაზისო პირობებს ბათუმში ტურიზმის შემდგომი გაფართოებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში იგეგმება ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის და მეჯინისწყლის ტერიტორიაზე თანამედროვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა