ფინანსთა მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს



საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, შერაზ გასრისთან.

მინისტრმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან დიპლომატს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივის მხარდაჭერას.

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობაზე, მათ შორის, ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის პროგრამას, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი რაფაელ ჟოზანი.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  15ივლისი დღე თვე წელი
2025 14.07 01.07 01.01
  14.07 14.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 552.61 984.7 1 386.2
შემოსულობები : 143.9
851.014 192.1
მ.შ გადასახადები :149.1
654.611 189.0
გადასახდელები : 43.61 182.8
13 925.4
ნაშთი ბოლოს : 1 652.9 1 652.91 652.9

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა