2023 წლის 24 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N4 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.2 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები (GETC30423171).
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 156 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.600%, მაქსიმალური 8.830%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.812%.