ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა



საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს, მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის სხვა წევრებს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხებს, სსფ-ის 3-წლიანი პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას.

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა გამოწვევების მიუხედავად, გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ეკონომიკური ზრდისა და სხვა ფისკალური პარამეტრების გაუმჯობესების მიმართულებით. ამასთან, ხაზი გაესვა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი შოთა გუნია.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

27მარტი დღე თვე წელი
2023 24.03 01.03 01.01
  24.03 24.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 405.51 258.2 1 247.6
შემოსულობები : 90.31 482.24 518.6
მ.შ გადასახადები :55.8
1 131.43 929.0
გადასახდელები : 82.01 326.54 352.3
ნაშთი ბოლოს : 1 413.8 1 413.81 413.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2022 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა