2023 წლის 7 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N12 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2.9 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 73 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.560%, მაქსიმალური 8.630%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.618%.