კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში საქართველომ როგორც 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური 57-ე შეხვედრის მასპინძელმა ქვეყანამ სპეციალური საზეიმო ღონისძიება გამართა



საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გაიმართა დღეს, კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში, სადაც საქართველო ოფიციალურად წარდგა, როგორც 2024 წლის, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური 57-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა.

სპეციალურად ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ მაღალი რანგის 300-ზე მეტ სტუმარს სხვადასხვა ქვეყნიდან, სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2024 წელს თბილისში მსგავსი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველომ პარტნიორებისა და ინვესტორებისათვის წარმოაჩინოს საკუთარი საინვესტიციო/ტურისტული შესაძლებლობები და განხორციელებული რეფორმები.

ღონისძიებაზე მოხდა საქართველოს შესახებ ვიდეორგოლის პრეზენტაცია.

საზეიმო კონცერტზე, რომელსაც უძღვებოდა დავით ალადაშვილი, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ქართული ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ და ანსამბლი „ბასიანი“.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  03ივლისი დღე თვე წელი
2025 02.07 01.07 01.01
  02.07 02.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 883.61 984.7 1 386.2
შემოსულობები : 32.2
105.413 446.2
მ.შ გადასახადები :27.2
87.310 621.7
გადასახდელები : 24.4198.8
12 941.0
ნაშთი ბოლოს : 1 891.3 1 891.31 891.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა