2023 წლის 19 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 500 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 10.0794 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 20 სექტემბერს.