2023 წლის 3 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N49 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 60 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.350%, მაქსიმალური 9.550%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.460%.