აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა



საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს, რომელთა შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრსა და კომისიის წევრებს სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მიაწოდა.

წლიური შეხვედრის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

მთავრობის მეთაურმა წლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა.

საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, რომელიც 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 4000-მდე მონაწილე და მაღალი რანგის სტუმარი, მათ შორის − აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთა წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

სხდომაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების, ისე განხორციელებული რეფორმების წარმოჩენის მიმართულებით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 06ივნისი დღე თვე წელი
2025 05.06 01.06 01.01
  05.06 05.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 918.81 973.5 1 386.2
შემოსულობები : 91.8
298.311 427.9
მ.შ გადასახადები :45.2
221.89 107.2
გადასახდელები : 162.7423.9
10 966.3
ნაშთი ბოლოს : 1 847.8 1 847.81 847.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა