საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა



საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას და ბანკის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში, აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში გაიმართა, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები და ბანკის მიერ ქვეყანაში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა.

ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 2-5 მაისს ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე.

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებს და გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყანა წარმატებით უმასპინძლებს ამ მასშტაბურ ღონისძიებას.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს აზიის განვითარების ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას განავითაროს მწვანე და ინკლუზიური ეკონომიკა. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციას, ასევე კერძო სექტორის ხელშეწყობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 2მაისი დღე თვე წელი
2025 01.05 01.05 01.01
  01.05 01.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 619.31 619.3 1 386.2
შემოსულობები : 65.1
65.18 757.1
მ.შ გადასახადები :53.6
53.67 144.6
გადასახდელები : 237.2237.2
8 696.1
ნაშთი ბოლოს : 1 447.2 1 447.21 447.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა