შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლისთვის მსოფლიო ბანკის ჯგუფმა საქართველოს ფინანსური რესურსი გამოუყო



საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება - „შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლა“ (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა).

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.

პროექტის განსახორციელებლად IBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 32,400,000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის სახით.

პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ დეტალურ შესწავლას, ასევე ტექნიკურ დახმარებას, ინსტიტუციურ, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში.

პროექტს განახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გიგინეიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა ასევე ხელი მოაწერეს საპროექტო შეთანხმებას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  01ივლისი დღე თვე წელი
2025 30.06 01.06 01.01
  30.06 30.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 121.81 973.5 1 386.2
შემოსულობები : 198.2
2 206.913 340.8
მ.შ გადასახადები :85.4
1 649.110 534.5
გადასახდელები : 335.32 195.7
12 742.2
ნაშთი ბოლოს : 1 984.7 1 984.71 984.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა