2024 წლის 1 ოქტომბრის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N56 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 3.3 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 85 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.300%, მაქსიმალური 8.380%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.351%.