2025 წლის 6 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N25 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 70 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.390%, მაქსიმალური 7.440%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.403%.