2025 წლის 6 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N26 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2.7 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 61 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.840%, მაქსიმალური 9.000%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.876%.