2025 წლის 20 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N29 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.6 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 75 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.450%, მაქსიმალური 9.490%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.460%.