2025 წლის 21 მაისს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N7 გაცვლის აუქციონზე განახორციელა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.7 წლიანი ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობა 5 წელი) სახაზინო ობლიგაციების გამოსყიდვა 7.6 წლიანი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა.