2025 წლის 17 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N35 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.5 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 85 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.589%, მაქსიმალური 9.750%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.629%.