2025 წლის 18 ივნისს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N8 გაცვლის აუქციონზე განახორციელა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.6 წლიანი ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობა 5 წელი) სახაზინო ობლიგაციების გამოსყიდვა 7.5 წლიანი ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომერციულმა ბანკმა.