2025 წლის 1 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N37 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 47 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.230%, მაქსიმალური 7.620%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.296%.