2025 წლის 8 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N39 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 77 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.090%, მაქსიმალური 7.250%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.138%.