2025 წლის 8 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N40 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 11.2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 67 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.680%, მაქსიმალური 9.797%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.751%.