საქართველოს მთავრობამ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები მოამზადა



საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მუშაობას ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც მიმართულია სამართლიანი და ეფექტური ადმინისტრირებისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნისკენ, ჯარიმებისა და სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციისკენ.

სამინისტრომ მოამზადა ცვლილებების მორიგი პაკეტი საგადასახადო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესის ხელშეწყობისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვან მექანიზმებს.

ცვლილებების შემუშავების პროცესში ჩართული იყო ბიზნესსექტორი და ბევრი ინიციატივა სწორედ მათი წინადადებებით მომზადდა. კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის:

შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურება თავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან

(ცვლილებები ხელს შეუწყობს იმ ადგილობრივი საწარმოების განვითარებას, რომლებიც უცხოურ კომპანიებს უწევენ მომსახურებას. შეიქმნება კონკურენტუნარიანი გარემო ადგილობრივი ბიზნესისთვის. ამგვარი საწარმოების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა მიეცემათ დაზოგილი თანხები კვლავ ჩადონ ბიზნესის განვითარებაში, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები);

ჩამოწერას დაექვემდებარება:

2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება;
2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება;

(განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, ჩამოიწერება საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმა, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ჩვენი მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც წინა წლებში დაკისრებული ჯარიმები მძიმე ტვირთად აწვებოდათ).

საგადასახადო დავალიანების გადახდა გადავადება მათთვის, ვისი საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 5 ათას ლარს

(გადასახადის გადამხდელი უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენის გარეშე შეძლებს საგადასახადო დავალიანების გადავადებას ერთი წლით, თუკი თანხა არ აღემატება 5 000 ლარს. შედეგად, მცირე ბიზნესი შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას და საწარმოს განვითარებას).

მარტივდება ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მექანიზმები

(ცვლილებები ხელს შეუწყობს სასტუმრო ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას. ტურისტული ბიზნესის განვითარების ფარგლებში ახალი ინფრასტრუქტურისა და სამუშაო ადგილების შექმნას)

ფინანსთა მინისტრისთვის საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის უფლებამოსილების მინიჭება

(ცვლილების მიზანია, ფინანსთა სამინისტროს ტრანსპარენტულობა, საგადახადო კანონმდებლობის სადაო ნორმებზე ფინანსთა სამინისტროს პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება, საჯარო გადაწყვეტილების ინსტიტუტის რეალურად ამოქმედება, ბიზნესისათვის საგადახადო კანონმდებლობის სადაო ნორმებზე ფინანსთა სამინისტროს პოზიციის წინასწარ გაცნობა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეამცირებს საგადასახადო დავების რისკებს, მეწარმეს შეეძლება გაეცნოს ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილებას მისთვის აქტუალურ საგადასახადო ნორმასთან დაკავშრებით და იხელმძღვანელოს აღნიშნული გადაწყვეტილებით)

ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა მათ ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. სამინისტრო მზადაა, ყველა გადაწყვეტილება მიიღოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 22მაისი დღე თვე წელი
2025 21.05 01.05 01.01
  21.05 21.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 355.61 619.3 1 386.2
შემოსულობები : 55.9
2 211.510 905.5
მ.შ გადასახადები :51.5
1 361.68 452.6
გადასახდელები : 152.91 572.2
10 033.1
ნაშთი ბოლოს : 2 258.6 2 258.62 258.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა