20 ათასზე მეტი გადასახადის გადამხდელი საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა



საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 20 ათასზე მეტ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანების გადახდა აღარ მოუწევს და ბიზნესსაქმიანობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესაძლებლობა მიეცემა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად (2014 წლის 12 დეკემბრის N 2946 საქართველოს კანონი), საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:

ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება;
ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება;
გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.

წინასწარი გაანგარიშებით, ჩამოსაწერი თანხა დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს.

11 მარტის მდგომარეობით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე მიხედვით, 3612 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება 334 315 514, 10 ლარი.

აღნიშნული ცვლილების მიზანია ბიზნესის ხელშეწყობა და სტიმულირება. ამ ცვლილების შედეგად იმ გადამხდელებს, რომლებსაც წლების განმავლობაში დაგროვილი აქვთ დავალიანება და ვერ აგრძელებენ საქმიანობას, ეძლევათ შანსი, სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ბიზნეს აქტივობა საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად .

შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18სექტემბერი დღე თვე წელი
2024 17.09 01.09 01.01
  17.09 17.09
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 386.01 985.4 1 577.3
შემოსულობები : 121.3
1 487.618 168.1
მ.შ გადასახადები :119.9
1 389.514 473.2
გადასახდელები : 36.11 001.9
17 274.2
ნაშთი ბოლოს : 2 471.2 2 471.22 471.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<სექტემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა