სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს „BB –„ რეიტინგი და „პოზიტიური“ პერსპექტივა კვლავ შეუნარჩუნა



მიმდინარე წლის 13 მარტს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ძალიან პოზიტიური ფაქტია ის, რომ მიუხედავად რეგიონში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებისა, სარეიტინგო კომპანიამ საქართველოსთვის უცვლელი დატოვა რეიტინგი Ba3 (BB-  ის ექვივალენტი) და პერსპექტივა კვლავ პოზიტიური მიანიჭა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე Moody’s-ის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3.5% იქნება.

მინისტრის განცხადებით, ამის განმსაზღვრელ ფაქტორებად Moody’s-მა დაასახელა საქართველოში:

• მყარი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და პერსპექტივა;
• პროგრესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების განვითარებაში;
• ქმედითუნარიანი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.

როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება და აქედან გამომდინარე ევროსტანდარტებთან დაახლოება იქნება დიდი ხელშემწყობი ფაქტორი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ანგარიშში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა დაბალია და საკმაოდ შეღავათიანი მომსახურების პირობებით გამოირჩევა.

DCFTA არის საკმაოდ დიდი ხელშემწყობი ფაქტორი ქვეყანაში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ამასთან საექსპორტო პოტენციალის განვითარების კარგ პერსპექტივას სახავს, რაც საშუალო ვადიან პერიოდში საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებას შეუწყობს ხელს.

ანგარიშში ასევე მოცემულია განმარტება იმის თაობაზე, თუ რამ შეიძლება გააუარესოს საქართველოს რეიტინგი:

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აქვს პოზიტიური პერსპექტივა, ნაკლებად სავარაუდოა ქვეყნის რეიტინგის შემცირება. თუმცა, პერსპექტივის შეცვლაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს საგარეო მოწყვლადობამ ან გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ, რაც გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და საგარეო პოზიციაზე.

Moody’s რეიტინგები - სხვა ქვეყნები:

Russia (Ba1/Negative) - გაუარესებულია; Azerbaijan (Baa3/Stable) - ჯერ არ გამოქვეყნებულა;
Armenia(Ba3/Negative) - გაუარესებულია; Moldova (B3/Stable) - ჯერ არ გამოქვეყნებულა;
Ukraine (Caa3/Negative) - გაუარესებულია;

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა