ავტოიმპორტის ხელშეწყობისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები იგეგმება



ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსუბუქი მანქანების ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საგადასახადო კოდექსში რიგი საგადასახადო პროცედურების შეცვლასა და გამარტივებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, პირველ აპრილს, შემოსავლების სამსახურში, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი თაბუაშვილის ხელმძღვანელობით ავტომობილების იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შემოსავლების სამსახური მსუბუქი მანქანების ბიზნესის ხელშეწყობის გეგმაზე რამდენიმე თვეა მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ამ ბიზნესში დასაქმებულ პირებთანაც. შესაბამისად, ჩამოყალიბდა ძირითადი ცვლილებების პროექტი. პროექტის თანახმად, საქართველოში 1 აპრილამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი გათავისუფლდება კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებისგან, თუ იგი მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყოფს მის გაფორმებას (გააიმპორტებს ან გაიყვანს რეექსპორტზე). ამ რეგულაციით სულ მცირე 1000 ლარით „გაუიაფდება“ მანქანა და, შესაბამისად, საგრძნობლად გაიზრდება მისი გაყიდვის ალბათობაც. გარდა ამისა, საქართველოში ავტომანქანის საფასურის გარეშე ყოფნის 45-დღიანი ვადა გაიზრდება 60 დღემდე. ასევე, გაუქმდება დაჯარიმება ამ ვადიდან 90 დღემდე გამოუცხადებლობაზე. შემდეგი ცვლილების თანახმად, თუ იმპორტიორმა 90 დღის განმავლობაშიც ვერ მოახერხა გაყიდვა, მარტივდება საბაჟო საწყობის რეჟიმში ავტომობილის განთავსების პირობები. ამასთან, ეს რეჟიმი, საბაჟო საწყობის გარდა, გავრცელდება სხვა ადგილებზეც (მაგალითად, ბაზრობაზე და სხვ.).

ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  18ივლისი დღე თვე წელი
2025 17.07 01.07 01.01
  17.07 17.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 215.81 984.7 1 386.2
შემოსულობები : 92.0
1 582.114 923.3
მ.შ გადასახადები :43.1
1 320.911 855.3
გადასახდელები : 39.01 297.9
14 040.6
ნაშთი ბოლოს : 2 268.9 2 268.92 268.9

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა