ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ირანული საინვესტიციო კომპანია „ღადირის" წარმომადგენლებს შეხვდა



მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ირანის უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია „ღადირის“ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ.

ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული სერვისების, ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ.  

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ირანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება მზადაა აქტიური ნაბიჯები გადადგას. საქართველოსთან პარტნიორობის აუცილებლობას ხაზი გაუსვა ირანულმა მხარემაც. საინვესტიციო კომპანიის საქმიანობის ადგილზე გასაცნობად სტუმრებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ირანში მიიწვიეს.

ირანული საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი ჰოლდინგი ქვეყანაში მართავს კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ ეკონომიკისა და მრეწველობის სხვადასხვა სექტორში. საქართველოში მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს როგორც ენერგეტიკული სექტორი, ისე ტრანსპორტი და სამშენებლო ინდუსტრია, კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გამოყენების მნიშვნელობას. როგორც ირანულმა მხარემ აღინიშნა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ დადებული ხელშეკრულება იძლევა კარგ საშუალებას, ირანმა მომავალში აქტიურად განავითაროს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან.

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ირანული საინვესტიციო კომპანია საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ, უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას და შეარჩევს ინვესტირებისთვის საინტერესო პროექტებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

24აპრილი დღე თვე წელი
2024 23.04 01.04 01.01
  23.04 23.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 109.42 140.1 1 577.3
შემოსულობები : 60.4
1 663.17 979.5
მ.შ გადასახადები :65.0
1 458.76 671.1
გადასახდელები : 117.51 750.8
7 504.5
ნაშთი ბოლოს : 2 052.3 2 052.32 052.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა