დიმიტრი ქუმსიშვილი: სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება ჩვენი ეკონომიკური რეფორმების განვითარების გარანტია



„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის ჩვენი ეკონომიკური რეფორმების განვითარების და საერთაშორისო საფინანსო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის გარანტი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სამწლიანი პროგრამის დამტკიცებას შეეხებოდა.

2017 წლის 12 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ქვეყნის ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმის მხარდასაჭერად საქართველოს 210.4 მილიონი SDR-ი (დაახლოებით 285.3 მილიონი აშშ დოლარი) დაუმტკიცა "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სავალუტო ფონდთან პროგრამის არსებობს შემთხვევაში, „ყველა სხვა საფინანსო ორგანიზაცია არის კომფორტულად, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური გარემო, მათ შორის, ფისკალური და მონეტარული მდგომარეობა არის კარგი“. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, სავალუტო ფონდისგან მისაღები 285 მლნ აშშ დოლარი საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალუტო რეზერვების გაზრდას მოხმარდება.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სავალუტო ფონდთან პროგრამის დაწყება ნიშნავს იმას, რომ „ჩვენი სივრცითი განვითარება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, განხორციელდება სრული მასშტაბით და ჩვენ, პრაქტიკულად ბოლომდე მიყვანილი მოლაპარაკებები დაფინანსებაზე, წარმატებით დაგვისრულდება; ეს ნიშნავს იმას, რომ განათლების რეფორმა იქნება წარმატებული და გვექნება, როგორც ტექნიკური დახმარება, ისე შესაბამისი დაფინანსებაც; ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება უფრო ეფექტური მმართველობა და ბევრი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც იქნება ეკონომიკური ზრდისკენ და განვითარებისკენ მიმართული“.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინს და ფონდის მუდმივი წარმომადგენელს საქართველოში ფრანსუა პეშოს წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება 2017 წლის წარმატებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ შორის, მშპ-ს საპროგნოზოზე მაღალ ზრდასა და ექსპორტის 30-პროცენტიან მატებაზე, რომელიც წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ისაუბრა ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდილ საგადასახადო შემოსავლებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა კარგად მუშაობს, ხოლო საგადასახადო ადმინისტრირება თავის სიმაღლეზეა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა