დიმიტრი ქუმსიშვილი: „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის



დიმიტრი ქუმსიშვილი: „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - წლის დასაწყისიდან 66 ათასმა სატვირთო ავტომობილმა გადმოკვეთა სახელმწიფო  საზღვარი, ხოლო 37 ათასი სატვირთო ავტომანქანა გასულია ჩვენი ქვეყნიდან  

„სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - წლის დასაწყისიდან 66 ათასმა სატვირთო ავტომობილმა გადმოკვეთა სახელმწიფო  საზღვარი, ხოლო 37 ათასი სატვირთო ავტომანქანა გასულია ჩვენი ქვეყნიდან - ამის შესახებ  განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა  „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის დათვალიერების შემდეგ განცხადა. 

მისი თქმით, საბაჟო-გამშვები პუნქტი მოემსახურა მილიონ 700 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს. 
 
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლების პროექტი. „ძალიან მნიშვნელოვანია, საბაჟო-გამშვები პუნქტი იყოს მოწესრიგებული. „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა დღეს გამართულია, მაგრამ აუცილებელია მისი განახლება. აღნიშნული პროცესი 2018 წლის გაზაფხულამდე მთლიანად დასრულდება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.  

ფინანსთა მინისტრმა პირადად დაათვალიერა საბაჟო-გამშვები პუნქტი, სადაც გაეცნო მგზავრთა ნაკადისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლას.  

პირველი ვიცე-პრემიერი დაინტერესდა, რამდენად ეფექტიანად ფუნქციონირებს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი ზაფხულის ტურისტული სეზონიდან გამომდინარე გაზრდილი მგზავრთა ნაკადის პირობებში.  

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თურქეთის მხარეს, „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას, მგზავრების, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქართველი და თურქი მებაჟეების კოორდინაციის საკითხებზე.

როგორც აღინიშნა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ტრანზიტულ, საექსპორტო და საიმპორტო ტვირთების მოძრაობას ხელი არ შეეშალოს. 
 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 06ივნისი დღე თვე წელი
2025 05.06 01.06 01.01
  05.06 05.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 918.81 973.5 1 386.2
შემოსულობები : 91.8
298.311 427.9
მ.შ გადასახადები :45.2
221.89 107.2
გადასახდელები : 162.7423.9
10 966.3
ნაშთი ბოლოს : 1 847.8 1 847.81 847.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა