ფინანსთა მინისტრის ახალ ინიციატივას EIB შესაბამისი ფინანსური მექანიზმებით უზრუნველყოფს



ჩვენ მხარს ვუჭერთ ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივებს, რომლებიც ფოკუსირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა დღეს ფინანსთა მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მოახერხოს ყველა მოქალაქის ჩართვა ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდაში, რომელსაც სახელმწიფოს მიერ ინიცირებული რეფორმები შექმნის.

„ჩვენ განვიხილეთ ისეთი თემები, როგორიცაა საგარანტიო სტრუქტურის შექმნა საქართველოს ბანკებისთვის, რომელიც უფრო იაფ დაფინანსებას მოიტანს და შეამცირებს ბანკების ხარჯს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რა თქმა უნდა, ასევე, განვიხილავთ სხვა ელემენტებსაც, როგორიცაა მიკრო სესხები და EIB-ის მხრიდან უფრო მეტი იაფიანი დაფინანსების გაწევა საქართველოს ადგილობრივი ბანკების მიმართ, რომელიც ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება განკუთვნილი. საბოლოო ჯამში, ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში აქტიურად გაგრძელდება,“ - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყნისთვის სხვა სტრატეგიულ მიმართულებებთან ერთად, ფინანსურ რესურსებს მიმართავს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რადგან აღნიშნული სექტორის განვითარება ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში დამატებით 250 მლნ ევროს მიმართავს გზების მშენებლობის მხარდასაჭერად.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  16ივლისი დღე თვე წელი
2025 15.07 01.07 01.01
  15.07 15.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 652.91 984.7 1 386.2
შემოსულობები : 506.7
1 357.714 698.8
მ.შ გადასახადები :503.2
1 157.811 692.2
გადასახდელები : 34.61 217.4
13 960.0
ნაშთი ბოლოს : 2 125.0 2 125.02 125.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა