მამუკა ბახტაძე: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ბანკმა გააფართოოს თავისი პორტფელი საქართველოში



საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ შეხვედრაზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ქ. მანილაში გაიმართა.

„აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. ADB არის ერთ-ერთი მსხვილი დონორი ორგანიზაცია ჩვენი ეკონომიკისთვის. ყოველწლიურად, დაახლოებით, 250 მლნ დოლარის  ინვესტიცია ხორციელდება ბანკის მეშვეობით საქართველოს ინფრასტრუქტურაში. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ აზიის განვითარების ბანკმა გააფართოოს თავისი პორტფელი საქართველოში, რათა შევძლოთ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება. მისასალმებელია ის გარემოება, რომ აზიის განვითარების ბანკი მონაწილეობს ჩვენს სხვა რეფორმებში, როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა, საპენსიო და განათლების რეფორმა. შემდეგი ორი დღის განმავლობაში, გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან და ვისაუბრებთ იმ რეფორმებზე, რომელიც უნდა გავატაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.  
    
საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. სახელმწიფო სექტორში, ძირითადად, ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები. ADB-ის მხრიდან ფინანსდება აგრეთვე მთავრობის რეფორმების მხარდამჭერი პროგრამები.

დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა