ივანე მაჭავარიანი: არა ერთი შეთავაზების მიუხედავად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ოჯთ“ არ თუ ვერ ახერხებს საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მისაღები გრაფიკის შემოთავაზებას



არა ერთი შეთავაზების მიუხედავად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ოჯთ“ არ თუ ვერ ახერხებს საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მისაღები გრაფიკის შემოთავაზებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის პოლიტიკაა, სამართლიანი და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნა, რისთვისაც არა ერთი რეფორმა განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს. ამავე დროს, სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები ასობით ათასი პენსიონერის, სამხედრო მოსამსახურის, სოციალურად დაუცველისა და პედაგოგების წინაშე.
  
„ვერც ერთ შემთხვევაში, სახელმწიფო, მთავრობა ვერ დაუშვებს, რომ ამ ვალდებულებების შესრულებას შეექმნას საფრთხე. ასეთ საფრთხეს კი ქმნიან სწორედ ისეთი კომპანიები, როგორც არის მაგალითად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია „ოჯთ“. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში, არ გვაქვს საგადასახადო დავა, ეს არ არის საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულება - ეს არის გატანილი სააქციზო მარკების არგადახდის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება,“ - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანიამ 2-ჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დავალიანების გადანაწილების მიზნით, შემდგარიყო გრაფიკი.

„ორივეჯერ ასეთი გრაფიკი შედგა, თუმცა არც ერთხელ არ შესრულებულა. გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ მოგვმართა თხოვნით არ გამოგვეყენებინა იძულებითი ღონისძიებები და ეს მოთხოვნაც 11-ჯერვე დაკმაყოფილდა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ვალი შემცირებულიყო, ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი მოცულობა გაიზარდა და მიაღწია 51 მლნ ლარზე მეტს. ჩვენ ვერ დავუშვებდით აღნიშნული ვალის შემდგომ ზრდას. როგორც აღვნიშნე, კომპანიასთან გვქონდა არა ერთი შეთავაზება სხვადასხვა ტიპის გრაფიკზე, გვქონდა შეხვედრებიც, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია არ თუ ვერ ახერხებს საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მისაღები გრაფიკის შემოთავაზებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

5დეკემბერი დღე თვე წელი
2024 04.12 01.12 01.01
  04.12 04.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 858.51 922.4 1 577.3
შემოსულობები : 49.0
217.223 111.6
მ.შ გადასახადები :43.7
183.618 241.4
გადასახდელები : 47.3279.3
22 828.6
ნაშთი ბოლოს : 1 860.3 1 860.31 860.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა