ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება



დღეს, ომეგა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, სადაც ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური პირდაპირ დაადანაშაულა სიცრუის ტირაჟირებაში.

ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სახელით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ყველა ინფორმაცია, რომელიც გავრცელებულია ფინანსთა სამინისტროს სახელით და ეხება კომპანია “ოჯთ”-ს საგადასახადო დავალიანებას, სრული სიმართლეა და დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

2015 წელს, “ოჯთ”-იმ ბიუჯეტში გადაიხადა 35 203 170 ლარი, მაგრამ არ გადაუხდია 1 358 919 ლარი, რომელზე დარიცხულმა საურავმაც შეადგინა 134 371 ლარი.

საგადასახადო დავალიანება 2015 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 1 486 696 ლარს.
2016 წელს, შპს “ოჯთ”-ის მიმართ დარიცხულმა საურავმა შეადგინა 2 143 845 ლარი;

2016 წელს წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი 20 880 470 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 2 099 350 ლარი, შესაბამისად გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, 2016 წლის ბოლოსთვის აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 21 679 836 ლარი.

დადეკლარირებული თანხების გადაუხდელობით ანალოგიურად გაიზარდა საგადასახადო დავალიანება 2017 წლის განმავლობაში, კერძოდ დაადეკლარირა ანუ აღიარა 19 973 500 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 12 868 653 ლარი.

2017 წლის ბოლოსთვის, გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 33 411 299 ლარი.

2018 წლის მანძილზე დაადეკლარირა ანუ აღიარა 16 076 671 ლარი, ხოლო ბიუჯეტში გადაიხადა მხოლოდ 1 214 785 ლარი.

სულ, 2016 წლიდან დღემდე, ბიუჯეტში გადახდილია 16 182 788 ლარი. დღეის მდგომარეობით, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 52 830 844 ლარს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე აღიარებული საგადასახადო დავალიანება ერიცხება ტელეკომპანია იბერიასაც. დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 86 811 ლარს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დავალიანების შესაბამისად, გვაქვს კანონიერი უფლება კომპანიის ანგარიშებზე წარვადგინოთ საინკასო დავალებები, ასევე გამოვიყენოთ ყადაღა, რაც დღემდე არ გაგვიკეთებია სწორედ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის დაცვის და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

ახლა, იმ სიცრუის შესახებ, რომელიც ასე ხმამაღლა გაჟღერდა კომპანიის წარმომადგენლების მიერ:

2015 წლის 5 მარტიდან დღემდე, კომპანიის მიმართ 13-ჯერ შეჩერდა იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის 2-ჯერ გაფორმდა გადახდის გრაფიკი, რომელიც ორივეჯერ გაუქმდა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო, ხოლო 11-ჯერ, და არა 7-ჯერ, როგორც ამას კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე, არ იქნა გამოყენებული იძულებითი გადახდევინების ღონისძიებები.

აქვე, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, პირადად გაეცნონ აღნიშნულ დოკუმენტაციას. ეს არის 13 დოკუმენტი, მათ შორის, როგორც ჩვენ ვაცხადებდით - 11 გადავადების შესახებ და 2 წერილი გრაფიკის შედგენის თაობაზე.

რაც შეეხება საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციას, ეს მექანიზმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ვადადამდგარი საგადასახადო დავალიანებისთვის, რაც გულისხმობს, რომ კომპანიას მიეცემა მუშაობის საშუალება, ხოლო კომპანია თავის მხრივ რესტრუქტურიზაციის მოთხოვნისას, მზადყოფნას გამოთქვამს იხადოს მიმდინარე ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე და ვადადამდგარი დავალიანება ეტაპობრივად შეამციროს რესტრუქტურიზაციის პირობების შესაბამისად.

ამ კონკრეტული სუბიექტის, “ოჯით”-ის შემთხვევაში, გვაქვს სრულიად საპირისპირო სურათი, ვინაიდან კომპანიამ, როდესაც მოითხოვა საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, მისი საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 29,7 მლნ ლარს, საიდანაც 26,4 მლნ ლარი იყო ძირი თანხა ხოლო დანარჩენი - ჯარიმა-საურავები. მას ამ პერიოდში ფინანსთა სამინისტრომ რესტრუქტურიზაციის პროცედურების გარეშეც გაცილებით მარტივი და მოქნილი მექანიზმით (როგორც კომპანიისთვის ისე ჩვენთვის) მისცა მუშაობის საშუალება (მიუხედავად მათი მხრიდან პირობის არაერთგზის დარღვევისა) და შანსი ეჩვენებინა ჯანსაღი დინამიკა საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.

თუმცა, კომპანიამ განაგრძო ახალი მიმდინარე საგადასახადო დავალიანების დაგროვება და გაზარდა იგი 52,8 მლნ ლარამდე, მათ შორის, ძირი თანხა 26,4 მილიონიდან გაზარდა 40 მილიონამდე.

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები კომპანიის მიერ საგადასახადო დავალიანების პროცესის აღსაკვეთად.

იხილეთ შესაბამისი დოკუმენტები



სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29აპრილი დღე თვე წელი
2024 26.04 01.04 01.01
  26.04 26.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 091.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 38.9
1 866.58 182.9
მ.შ გადასახადები :35.5
1 563.66 776.0
გადასახდელები : 70.01 946.6
7 700.3
ნაშთი ბოლოს : 2 059.9 2 059.92 059.9

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა