ივანე მაჭავარიანი: ადამიანური კაპიტალი არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის ინკლუზიური განვითარებისთვის



ადამიანური კაპიტალი არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის ინკლუზიური განვითარებისთვის - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, პროფესიული განათლება არის ადამიანური კაპიტალის განვითარების უმნიშვნელოვანესი მიმართულება.

„მიგვაჩნია, რომ განათლება და ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, არის ის მთავარი გასაღები, რომელიც ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო, განვითარებულ საზოგადოებაში სწრაფად ინტეგრირებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, ადამიანური კაპიტალის რეფორმა, არის უფრო მეტი, ვიდრე ცვლილებები განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში და საჭიროებს ე.წ. „ერთიანი მთავრობის“ მიდგომას. იმავდროულად, უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო დონორებს შორის. მხოლოდ ჩვენი კოორდინირებული მუშაობის შედეგად შესაძლებელია ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით ეფექტიანი რეფორმების განხორციელება. სწორედ ამიტომ არის აღსანიშნავი დღევანდელი დღე და ეს კვირეული. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წვლილი პროფესიული განათლების განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია და ამას ვაცხადებ, როგორც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი”, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მან წარმატება უსურვა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის მონაწილეებს, ხოლო ფინალისტებს მიულოცა გამარჯვება და მადლობა გადაუხდა პროფესიული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მრავალწლიანი თანამშრომლობისთვისა და განათლების სფეროში განხორციელებული დიდი ინვესტიციისთვის, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებენ საქართველოში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  04ივლისი დღე თვე წელი
2025 03.07 01.07 01.01
  03.07 03.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 891.31 984.7 1 386.2
შემოსულობები : 115.0
220.413 561.4
მ.შ გადასახადები :39.4
126.710 661.2
გადასახდელები : 45.1243.9
12 986.3
ნაშთი ბოლოს : 1 961.2 1 961.21 961.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა