35.7 მლნ ევრო საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად



დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ელექტრონულად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლიც ითვალისწინებს 35.7 მლნ ევროს შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას პროექტისთვის Log-in Georgia, რომლის მიზანია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება: 

• ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა; 

• მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა;

• პროექტის დანერგვის მხარდაჭერა. 

პროექტის განხორციელების შედეგად, ათასამდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოქალაქეს, მათ შორის, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში, ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, განათლება, მმართველობა და ა.შ.

პროექტს კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, ხუთი წლის განმავლობაში კომპანია Open Net-ი განახორციელებს. პროცესს ზედამხედველობას გაუწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 

პროექტი Log-in Georgia საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავა. სტრატეგიას 2020 წლის იანვარში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. 

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ პროექტისთვის 35.7 მლნ ევროს მოცულობის დაფინანსების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 28 აგვისტოს მიიღო. 


 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა