2020 წლის 15 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 400 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.00 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 16 სექტემბერს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 900 მილიონი ლარის დეპოზიტს.